Hotel Park
საუზმე

🔹️შვედური მაგიდა;

🔹️შედის ნომრის ღირებულებაში;

🔹️საუზმის მენიუ გემრიელი და მრავალფეროვანია - ცხელი და ცივი კერძები, რძის პროდუქტები, ხილი, ტკბილეული და ა.შ. 

🔹️დრო: 09:00-დან 11:00 საათამდე.

მდებარეობა
ბარბარე
ბარბარე
სასტუმრო "პარკი“ თავისი კლასის სასტუმროებს შორის არის საუკეთესო, სადაც მუშაობს ძალიან ყურადღებიანი და სასიამოვნო გუნდი, განსაკუთრებით მსურს ავღნიშნო მფლობელის - გიორგის ძალიან თავაზიანი და მეგობრული დამოკიდებულება სტუმრების მიმართ, მათთან ყოფნისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეგობრებთან ვიმყოფებოდი სტუმრად. სასტუმროს მდებარეობა არის იდეალური და ძალიან მოსახერხებელი, ზღვის სანაპირო მდებარეობს ორი წუთის სავალ გზაზე. საუზმე ძალიან გემრიელია. ოთახები არის ძალიან სუფთა და გემოვნებით მოწყობილი, ოთახების დასუფთავება და პირსახოცების შეცვლა ხორციელდება ყოველდღიურად. სასმელი წყალი, ჩაი, ყავა, და ჰიგიენური მოვლის საშუალებები ივსება ყოველდღე. მადლობა კიდევ ერთხელ ❤️
მარიამი
მარიამი
სასტუმრო არის ძალიან სუფთა და კეთილმოწყობილი, ლამაზი და კომფორტული ოთახებით (აღებული გვქონდა ორი ოთახი), მდებარეობს ქალქის ცენტრში 6 მაისის პარკის მოპირდაპირე მხარეს, ზღვასთან ძალიან ახლოს. საუზმე გემრიელი და მრავალფეროვანია ჩვენ ვიმყოფებოდით 5 ღამით და მენიუ ყოველ დღეს იყო განსხვავებული. სასტუმროს პერსონალი არის ძალიან ყურადღებიანი საჭიროების შემთხვევაში მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერ საკითხში, სასტუმროს აქვს ტერასა ძალიან ლამაზი ხედით. საერთო ჯამში ამ სასტუმროს მომსახურეობით დავრით ძალიან კმაყოფილი და ვუწევთ რეკომენდაციას!!!
ნინო
ნინო
7 დღე ვისვენებდი მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად. სასტუმრო მდებარეობს შესანიშნავ ადგილას - ცენტრალური ადგილმდებარეობის მიუხედავად სასტუმროში სუფევს სრული სიმშვიდე, სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს არის ულამაზესი პარკი ტბასთან სასეირნო ბილიკებით და საბავშვო ატრაქციონებით. სასტუმროს ირგვლივ განთავსებულია უამრავი კაფე და მაღაზია, ზღვის სანაპირო ზოლი მდებარეობს 5 წუთის სავალ გზაზე. სასტუმრო არის ძალიან სუფთა, ნათელი და კომფორტული ოთახებით, რომლის დასუფთავება - დალაგება ხორციელდება ყოველდღიურად, იცვლება პირსახოცები და ჰიგიენური მოვლის საშუალებები. ყოველ დილით მზადდება საუზმე ძალიან გემრიელი კერძებით. მე და ჩემი ოჯახი ამ სასტუმროს ვაძლევთ უმაღლეს შეფასებას და ვუწევთ რეკომენდაციას, გისურვებთ წარმატებებს!!!
ანასტასია
ანასტასია
მყუდრო და კომფორტული სასტუმრო ქალაქის ცენტრში პარკთან და ზღვის სანაპიროსთან ძალიან ახლოს. კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე პერსონალი. ჩვენ თვითონ ვენაში 10 წელია ვმართავთ სასტუმროს და ვიცით რამდენად დასაფასებელია სხვისი შრომა. სასტუმროს მფლობელს გიორგის კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა და ავღნიშნო, რომ სასტუმროში ყველაფერი იდეალურადაა - იდეალური სისუფთავე, შესანიშნავი საუზმე, საუკეთესო ადგილმდებარეობა, სწრაფი ინტერნეტი და რაც მთავარია კეთილი გულით სტუმრებზე მზრუნველობა. გისურვებთ ყოველთვის გყავდეთ ბევრი მადლიერი და მეგობრული სტუმრები! ზოგადად ყველა სასტუმროში ყურადღება ექცევა წვრილმანებს, რაც თქვენთან გათვალისწინებულია უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვსაქმიანობთ ამ სფეროში და ვიცით რაზეც ვსაუბრობთ. ძალიან დიდი წარმატებები თქვენს ბიზნესს, კვლავ გეწვევით აუცილებლად ❤️❤️❤️
გვანცა
გვანცა
პირველ რიგში აღსანიშავია, რომ სასტუმრო პარკმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა ეს არის ულამაზესი 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმის ცენტრში. ოთახები შეიძლება ითქვას იდეალურია დიდი აბაზანით და ყველა საჭირო ნივთით, შექმნილი კომფორტით ეს სასტუმრო ნამდვილად აღემატება მინიჭებულ კატეგორიას. სასტუმრო არის ძალიან სუფთა და მოწესრიგებული. ოთახების დასუფთავება ხორციელდება ყოველდღიურად უმაღლეს დონეზე, სასტუმროს აქვს ტერასა პარკის ხედით სადაც გავატარეთ რამდენიმე სასიამოვნო საღამო. საუზმე არის გემრიელი და ხარისხიანი. ცალსახად ვუწევთ რეკომენდაციას და გირჩევთ ეწვიოთ ამ სასტუმროს, რომელსაც მინუსი არ აქვს.
ჩვენ შესახებ

⭐️ ⭐️ ⭐️

სასტუმრო პარკი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, 6 მაისი პარკის მოპირდაპირე მხარეს, ზღვის სანაპირო ზოლიდან 350 მეტრის სავალ გზაზე.  

სასტუმრო "პარკი" არის 3-სართულიანი შენობა, 12 ოთახით; ერთი სამადგილიანი; ორი საოჯახო; ერთი ლუქსი და 8 ორადგილიანი. სასტუმროს აქვს ტერასა პარკის ხედით.

სასტუმროს ყველა ნომერს აქვს:

🔹️ინდივიდუალური სააბაზანო (ფენით და ჰიგიენური მოვლის საშუალებებით);

🔹️ცენტრალური გათბობა;

🔹️ტელეფონი;

🔹️ტელევიზორი;

🔹️კონდიციონერი;

🔹️სეიფი;

🔹️ელექტრო მადუღარა (ყავა, ჩაი უფასო);

🔹️მინი ბარი. 


პარკი

ჩვენი სასტუმროს მოპირდაპირე მხაეს მდებარეობს ბათუმის 6-მაისის პარკი (რომლის სახელი ეწოდა სასტუმროს), სადაც შესაძლებელია ისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დატკბეთ ბუნების სილამაზით და დაისვენოთ. პარკი სავსეა იშვიათი ხეებით, რომელთა ისტორია 1881 წლიდან იწყება ის ჰარმონიულად აერთიანებს სხვადასხვა ულამაზეს კუთხეს.

პარკში არის:

🔹️ულამაზესი შადრევნები;

🔹️საბავშვო ატრაქციონები;

🔹️ნურიგელის ტბა (შესაძლებელია ნავით გასეირნება);

🔹️ზოოპარკი; 

🔹️დელფინარიუმი.

 

გალერია